კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 15:35

 

 

 

არაფრის თავი არ ჰქონდა, 

უყვარდა მხოლოდ ბანქო და

ყველგან, ყოველთვის გაჰქონდა

თავი, რომელიც არ ჰქონდა.


ისე მიიჭრა მიზანთან,

როგორც მრისხანე დრაკონთან,

ბუზს არასოდეს ისვამდა

თავზე, რომელიც არ ჰქონდა.


მუდამ ამაყად ეჭირა,

გამოსულს სადალაქოდან,

და მამულს ბევრჯერ შესწირა

თავი, რომელიც არ ჰქონდა.


ბოლოს დაღვინდა მაჭარი,

ბოლოს უმღერეს ოდა...

ბოლოს საქვეყნოდ მოეჭრა

თავი, რომელიც ჰქონდა.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ