მშვენიერო, შენ გეტრფი, შენი მონა ერთგული, შენთვის სულდგმულს, შენგანვე, შენთვის მიძგერს ეს გული!
ცხრაკლიტულში მჯდომარე… შეთვისებას გიპირებს გაიძვერა მოყვარე!
შეზავებულს ბანგითა; დედის ხმაზედ გიმღერის დედინაცვლის ჩანგითა.
მაგის ტკბილი ნანინა, შენზე წინათ სხვაც ბევრი მოხიბლა, შეაცდინა.
აიტანე ტყვეობა! გშვენის ნესტან-დარეჯნის მაგალითი… მზეობა.
გავარდნილი დღეს ველად, ავთანდილი ფრიდონით მოდის გამოსახსნელად,
მსხვერპლად შენ წინ დაღვაროს!.. აქ ცოცხლებს სცეს ნუგეში და იქ მკვდრები ახაროს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |