კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 08:05

 

მთარგმნელი: გრიგოლ აბაშიძე

 

შემეძლო წერა შეუსვენებლად 

კარგი ლექსების, კარგი ოდების, 

მაგრამ თუ ზოგჯერ ცუდ ლექსებს დავწერ, 

ვწერ სიბრალულით და შეცოდებით.


სულ კარგს რომ ვწერდე, ვისღა ექნება 

მიზეზი ჩემთან გამოდავების? 

რაღას იზამდნენ, რით იცხოვრებდნენ 

კრიტიკოსები საცოდავები?!


მათ ნასუფრალი ინახავს ჩვენი, 

სულს უდგამთ სუფრის ნარჩენი ტკბილი, 

და ნასუფრალით რაკი ცხოვრობენ, 

ღმერთმა შეარგოთ მათ ჩემი წილიც.


მიიღონ, შთანთქან, დე, გამაძღრებმა 

კმაყოფილებით შეჰქმნან სისინი, 

მათაც სხვასავით სიცოცხლე უნდათ, 

იხსენებიან კაცად ისინიც.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   შანდორ პეტეფის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ