რა ვარ? ვინა ვარ? - ერთი ფოთოლი უმშვენიერეს სიცოცხლის ხისა... დედაბუნებამ ჩამთვალა ღირსად, მის მცირე ტოტზე მეცხოვრა თრთოლვით!
მეც მზისკენ ვილტვი, მაქვს ატოტვილი მისკენ ხელები, მეც გულში მიზის პატარა კვირტი, მას დავშრიალებ და ვეფერები...
ფოთოლი ერთი და პაწაწინა კვირტის მფლობელი. მეც მითქვამს მცირე სათქმელი ხეთა და მიმღერია საგალობელი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიკა ბარათაშვილის პოეზია |