მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა ეს რა კარგი გამიზრდია შვილი და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ. პირველად რომ დამიკერა ღილი.
პირველად რომ მნახა უკვე დიდი კარგია რომ არ გამათამამა კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი.
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად ეცოცხლაო, ყოფილიყო მთვრალი მთავარია ვიქნებოდით ერთად.
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც თვითონ ვიცი მოვაკელი ხილი და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც.
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა ჩემს გარეშე აყვებიან გრძნობას.
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას კარგი არ უკეთებია თითქმის თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას.
ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო გომელაურის პოეზია |