რახილ, რა ხელმა გადმოგხატა ძველი ფრესკიდან, ვნების ყვავილი, აკრძალული, შენ ვინ გაჩვენა?! როს ცისკრის ვარსკვლავს იისფერი ცეცხლი ეკიდა, მაშინ დაგწყევლა სიყვარულმა და შეგაჩვენა.
რახილ, რა ხელმა მოგაჩეჩა ძველი თალმუდი?! ამღვრეულ კუროს - ზოდიაქოს გაჰყევი შენსას - და მორჩილების სახლსა შინა აღარ დაბრუნდი!
შენ კი, შენ დღესაც ამქვეყნიურ ცოდვით დათვრები. რახილ მოახლით მოედანზე გავლა მოგინდა, რომ კვლავ იხილო, მამრის ჯილაგს ვით ენატრები.
ისევ კრუტუნებს ფოცხვერივით შენში ძახილი. . . - რახიილ! - აღმოხდათ მოსეირეთ. მოდის რახილი: და ვაი იმას, ვისაც ერთხელ შეუყვარდები!
შენთან ეგვიპტის დედოფალიც იყო ბოგანო. მაგრამ სიბერეს შენც კი ვერსად დაემალები, რახილ, ღვთის წყრომავ, ფეხადგმულო ცოდვის გორგალო!
ვინ არის იგი, დალალებით წითლად ნაფერით, შენი გულისთვის თუ კაენმა მოკლა აბელი, ო, მაშინ უნდა ეპატიოს სულყველაფერი.
ვნების მტევნებით, მაცდუნებელ თვალთა ხამხამით? მოდიხარ, სურვილს ხანძარივით მოაბრიალებ, და მაღალ მკერდზე მსხვილ ალმასებს გააქვთ ხარხარი.
მხრებზე ხავერდის ხენდროსფერი წამოსასხამით? ხმაურობს ხალხი ხვავრიელად დახრილ დახლებით, რაბინს ქათმებით ახორხლილი მისდევს ხახამი...
რისთვის გაზმორებს ზეზეურად სიზმართ მორევი? ეშმაკმა უწყის საიდუმლო შენი ზრახვანი! ქალი არ არის ქვეყანაზე შენი მომრევი!
მშვენიერ მხევლებს შურით დარჩათ თვალი დათხრილი. შეყვარებული, ამაყი და თავისუფალი, ცოდვილი სულის წარსაწყმედად მიდის რახილი." |
პოეზიის გვერდი • • • • • • რეზო ამაშუკელის პოეზია |