ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე, სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე.
მაგრამ მაინც სულ ვიცინი, არ ვტირი.
- მოკვდეს კაცი, თუ პირუტყვს ედარება!
თუ სატრფოც ჰყავს იმ დროს მას ცოცხალ-მკვდარი?
- ძველი ტურფა, დღეს მკვდარივით მძინარი!
უგრძნობლად ჰხდის საწყალს საღათას ძილი!
თავს ვადგივარ მისი ჭირისუფალი; თუმცა გულს მწვავს მწუხარების მე ალი,
და მჭვრეტელთაც ესა აქვთ გასაკვირად:
ეს იცინის!.. როგორ არა რცხვენისო?!”
რომ სიცილი ბევრჯელ ცრემლზე მწარია!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |