ასარგადონის შენ ხვევნა გწვავდა და მუშკამბარით ნაზელი ტანი, ტბაში ლოტოსის ყვავილსა ჰგავდა, - ცოდვის საწოლი იყო აკვანი. კოცნის ისარი გასროლილ ისარს. სიკვდილის წინეთ შენზე ფიქრი კლავს მონას, მეომარს, ამაყ სპასალარს... რომელი მიწა ფარავს სარკოფაგს, ასეა ჟამი - არვის გამტანი, ასეა ჟამი, არავის ზოგავს... ციცინათელად დაფრინავს ღამე. მასზე ლოცულობს პოეტი მთვრალი ღა ორივესთვის არის სიამე. ბევრი მგოსანის დახუჭავს თვალებს, თვის მარტოობით თვითონ დამთვრალი, სხვის მარტოობას ღმერთს შეაბრალებს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |