კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 03:09

 

 

 

არც ავთანდილი, არც ბადრი არ ხარ

და მაინც გეტყვი, რაც გულში ვთალე, -

შორიდან უფრო ლამაზი ჩანხარ,

შორიდან უფრო მიყენებ თვალებს.


ნუ მეტყვი, ოღონდ, ყვავილებს ამოს

ვის უკრეფ, ანდა ვის ბაღს უგალობ,

ამ მშვენიერი წუთების გამო

სამარადისოდ გმადლობ, უფალო!


თუმც სახეს მიწვავს ცრემლების თქორი,

გულს მაინც უჯობს, ასე ახსოვდე -

შენ უნდა დარჩე მარადჟამს შორი

და ვერასოდეს მოგიახლოვდე.


იქნებ სჯობს, ფრთები დავკეცო მოშლით,

ნუ მკითხავ ოღონდ - როდის ან როგორ, 

გამოგამწყვდიო ლექსების კოშკში

და სტრიქონ-სტრიქონ გამოგიზოგო.


ვინ მომცა ბედი, ეს ფიქრი ახდეს,

ცის კიდეს თვითონ დაგიდგი ტახტი... 

შენზე ტირილით რას უნდა გავხდე,

თუ სიყვარულით ვერაფერს გავხდი.


არც ავთანდილი, არც ბადრი არ ხარ,

და მაინც გეტყვი, რაც გულში ვთალე, -

შორიდან უფრო ლამაზი ჩანხარ,

შორიდან უფრო მიყენებ თვალებს.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ