კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 14:59

 

 

 

მას შემდეგ რაც ამ ქვეყნად მოვედი,

გული ლოდინით გადაიქანცა,

მარად და მარად, ყველგან, ყოველთვის

ველი რაღაცას, ველი ვიღაცას.


ველი გაზაფხულს, ლექსებს, მეგობარს,

იანვრის თოვლს და აპრილის მერცხლებს,

ერთი შეხვედრა როგორ მეყოფა,

მე ახალ-ახალ შეხვედრებს ვეძებ.


ხვალაც მექნება იმედი ხვალის, -

ვერ დამიმონებს დარდი და გლოვა, - 

თუმცა ყველაზე ძვირფასი მაინც

ის არის, ვინაც არასდროს მოვა.


ხანდახან ცაზე ღრუბლები ყრია

და ქვენა ქარი უბერავს ხოლმე,

მაგრამ მე მჯერა: - ადრე თუ გვიან

ადრე თუ გვიან ყველანი მოვლენ.


განიკითხავენ კეთილს და ბოროტს,

გამოიზამთრებს სულიც კვირტივით...

ბოლოს და ბოლოს, ბოლოს და ბოლოს

ბოლოს და ბოლოს მოვა სიკვდილიც.


გული კი ახალ სიმღერას ითხოვს 

და ენატრება მწვანე კორდები,

დაე, სიკვდილი მელოდოს თვითონ,

მე - გაზაფხულებს დაველოდები.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ