ვისაც გსურთ ჩემთა ამბავთა ცნობა, მისმინეთ ჭირში ფლობილს; მისმინეთ, ვით მაქვს ჭმუნვა და თმობა ურვისგან გულშეპყრობილს.
მისთვის გლახ განწირული; მაქვს მწუხარება ზედა-ზედ რთული, მარად მეახლვის წყლული. ვისაც გსურთ და სხვა.
გვყვან ნების წარმტაცველად; ხვალ სხვანი მოვლენ მათს გამომცვლელად, გველივე ჰშთება გველად. ვისაც გსურთ და სხვა.
მოხუცთა, ვაჟთა, ქალთა. გრძნობა რაიმე აღმივსებს თვალთა და მადენს ცრემლთა ცხართა. ვისაც გსურთ და სხვა.
გარნა რად განსაკვირე, - ამა სოფლისა დიდი და მცირე არს ცვალებისა მზირე. ვისაც გსურთ და სხვა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე ჭავჭავაძის პოეზია |