არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს, ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში. და იმ ადგილას მივედი ისევ, სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.
ქარია გარეთ, ქარია სულში. დღესაც მეწვია და არ მშორდება ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.
რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის. და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ, სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტერენტი გრანელის პოეზია |