მორჩა: ერთმანეთს არაფერი არ გაგვახსენებს. უკანასკნელად ვეამბორე მე მუხლებს შენსას, სამგლოვიაროს და მწუხარეს ვიმღერებ მესას. მორჩა ყოველი - ეს სიტყვები ისევ ახსენე. აღარასოდეს მოვიტყუებ თავს ოცნებებით, ნაღვლიან მზერით არ დაგიწყებ კვალდაკვალ დევნას. ჩემთვის არ ქმნილა სიყვარულის ლამაზი სევდა - გადავივიწყო იქნებ, ძველი მოგონებები. შენ ჯერ ნორჩი ხარ: სული შენი მშვენიერია, კიდევ მრავალი შეგიყვარებს, ტურფა ფერიავ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე პუშკინის პოეზია |