თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
ბრმა სიყვარულო, რად წამართვი სინათლე თვალთა, თუმც ვიყურები, აღარ ძალუძთ ხილვა ამ თვალებს, მშვენიერებას ხომ ყოველთვის ვხედავდი ნათლად, მაშ, სიმახინჯე სილამაზედ რატომ ჩავთვალე?! მზერამ თვალები მოისყიდა უკუღმართები, ყველასთვის ღია მოუძებნა ნავსაყუდარი, თვალთა სიცრუემ გამოჭედა რკინის ხლართები, ჩემი გულისთქმის საბორკავი და სახუთარი. ადგილი, სადაც ყველა ბრიყვი დაბოდიალობს, გულმა ნაკრძალად შეძლო მისი გამოცხადება, თქვენ ამას ხედავთ, მაგრამ ცდილობთ, თვალნო ტიალნო, ამ გონჯი სახის გასაღებას ნამდვილ ხატებად. და აღარც გულის, აღარც თვალის ძალმიძს მორევა!. Thou blind fool, Love, what dost thou to mine eyes, That they behold, and see not what they see? They know what beauty is, see where it lies, Yet what the best is take the worst to be. If eyes corrupt by over-partial looks Be anchord in the bay where all men ride, Why of eyes falsehood hast thou forged hooks, Whereto the judgment of my heart is tied? Why should my heart think that a several plot Which my heart knows the wide worlds common place? Or mine eyes seeing this, say this is not, To put fair truth upon so foul a face? And to this false plague are they now transferrd.
ჩემთვის სიცრუე გადაიქცა ამ ბილწ მორევად,
In things right true my heart and eyes have erred,
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |