მსურს სიკვდილამდე გიმღერო ქება, ნაზი, ძლიერი და საშრიალო, უნდა ამოვქნა გული ლექსებად, რომ მკითხველები შევაჟრიალო...
მინდა ელავდე ჩემში მზესავით, რომ ყველამ შესძლოს შენი დანახვა, რომ შეგიყვაროს ყველამ ჩემსავით.
ვიცი არ ფიქრობს ჩემზე არავინ, ამკიდებიხარ გულზე ტვირთივით და სიმძიმე გაქვს შესაზარავი.
შენით ავმაღლდი მგზავრების ზემოთ, მახსოვს ის წუთი, ის ნეტარება, და შენი ბაგის უცნობი გემო...
თბილი ღიმილი მაინც მაჩუქე, ახლა ვშორდები საშენო საზღვარს, წყვდიადია და შენით ვაშუქებ...
იქნება გზები მართლაც გაიყო, როცა ვკოცნიდი ელვარე თვალებს, მივხვდი - რა ვარ და რა უნდა ვიყო.
თუ ლექსში გრძნობა ჩაისახება, თუ შიგ იელვებს შენი თვალები და შენი ტანის აცახცახება...
მაინც შევირჩენ დიდებას მეფურს! რაც საყვედური მითხარი მაშინ - ქვეყანას ვეტყვი მე იმ საყვედურს...
ვლოცულობ სურათს - შენ რომ მაჩუქე, მივალ, ვშორდები... საშენო საზღვარს, წყვდიადია და შენით ვაშუქებ... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტერენტი გრანელის პოეზია |