კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი 2024 00:58

 

 

 

ჩვეულებრივად გათენდა დილა,

დაიფშვნა ღამე, ვით შავი ლოდი

და შეატოკა ნიავმა ფრთხილად

აყვავებული ალუბლის ტოტი.


წითელ ბურთივით მზე მთაზე იდო

და ცის კალთები იწვოდნენ ალში,

ჩვეულებრივად შვენოდა მინდორს

მწვანე ბალახი, ყვავილი, ბავშვი.


სულ არაფერი იქ არ შეცვლილა,

ჩვეულებრივად ბორგავდა ზღვისებრ,

ჩვეულებრივად ძგერდა ეს გული,

ჩვეულებრივად უყვარდა ისევ.


მერე საღამო მოვიდა მშვიდი,

ჩვეულებრივად ჩამოწვა ბინდი;

ჩვეულებრივად დაღამდა ეს დღეც,

თავის ბუდეში სულდგმულნი შესხდნენ.


ყოველი მოხდა ჩვეულებრივად,

გამეფდა ღამე კვლავ ბუნებრივი,

ჩვეულებრივად, ჩვეულებრივად

ცა იყო... არაჩვეულებრივი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - მარი აბრამიშვილი  • • •   მარი აბრამიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ