კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 18 ოქტომბერი 2024 12:42

 

მთარგმენლი: გრიგოლ აბაშიძე

 

მივდივარ, ჩემთან არა ხარ შენა,

ჩემი სიცოცხლის შუქო და ლხენავ.

მაგრამ იდუმლად ვგრძნობ გულის ცემით,

რომ ანგელოზი თანა მდევს ჩემი.


ოღონდ არ ვიცი, არ ვიცი ახლა,

ამ გზაზე იგი რა სახით მახლავს?

თმებს რომ მიწეწავს ალერსით სიო,

იქნებ ისა ხარ? მასში გეძიო?


იქნებ სახება შენი იქ არი,

ოდნავ რომ ბრწყინავს შუქი ცისკარის?

იქნებ ვერცხლისფერ სხივით მკრთომარი

ის ვარსკვლავი ხარ, მკრთალი რომ არი?


ან ჩიტი თუ ხარ, სულ ერთი ციდა,

რომ ჩამომძახის სიმღერას ციდან?

მინდვრის ყვავილად გადიქეც იქნებ,

თავს რომ გზის პირად ჩურჩულით მიქნევს?


და მეუბნება: "მომწყვიტე, კმარა,

შენს გულთან ახლო დამმალე ჩქარა!

"მითხარ, ვინა ხარ, რა ხარ, რომელი? -

ჩემი სიცოცხლის მახარობელი!

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   შანდორ პეტეფის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ