კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 15:05

 

თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა

 

სე მზაკვრები ნეტავ რად ხარ ლამაზმანები,

მშვენიერებამ ასე რატომ გაგაგულისათ,

მტანჯავ, რადგანაც იცი, მუდამ შენ მეზმანები,

რადგანაც შენ ხარ საგანძური ჩემი გულისა.

თუმც ბევრი ფიქრობს, არ გეკუთვნის ტრფობა ამხელა,

შენი აუგი ხშირად მესმის, ხალხში როცა ვარ,

სხვებთან ვერ ვბედავ შესიტყვებით გრძნობის გამხელას,

გულში კი მხოლოდ შენი ხატი მაქვს სალოცავად.

შენდამი ტრფობას მე ტყუილად როდი ვანაზებ,

ტყუილად როდი მესიზმრება თმა გიშრიანი,

ვიცი, ერთია ნეტარება ამ ქვეყანაზე:

შავგვრემან ქალის შავი თმების შმაგი შრიალი.


თმების სიშავით, ნეტავ, ვის რა დაშავებია,

მაგრამ, ვაგლახ, რომ თმასთან გულიც გაგშავებია.

 

 

Thou art as tyrannous, so as thou art,

As those whose beauties proudly make them cruel;

For well thou knowst to my dear doting heart

Thou art the fairest and most precious jewel.

Yet, in good faith, some say that thee behold

Thy face hath not the power to make love groan:

To say they err I dare not be so bold,

Although I swear it to myself alone.

And, to be sure that is not false I swear,

A thousand groans, but thinking on thy face,

One on anothers neck, do witness bear

Thy black is fairest in my judgments place.


In nothing art thou black save in thy deeds,

And thence this slander, as I think, proceeds.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შექსპირი  • • •   უილიამ შექსპირი - სონეტები

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ