არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა: მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!
საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო.
რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი.
რომ განაცოცხლო, შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი,
და, ერთად შესხივებულნი, შვებას მოჰფენდნენ სიცოცხლეს!
იყვნენ მარადის, უხსნელად, სოფლისა განსათავებლად!
მაშინ მზეც უსხივ-უცეცხლოდ შეიძლებს ნათვას ვარსკვლავებრ;
და ცისა ცვარმან მდელოი არღარა გააბიბინოს.
მაშ რად ერჩევი მათ შორის და ციურთ დაედარები?..
და ჩემთა გრძნობათ შენდამი ვერ დასდვან კაცთა სახელი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია |