თარგმანი რეზო თაბუკაშვილის
თურმე ვტყუოდი ჩემი ლექსი რომ გიმღეროდა, თითქოს და ჩემი ტრფიალება მწვერვალს ავიდა, ისე მიყვარდი, რომ მე მართლა არა მჯეროდა, თუ სიყვარული დასაწყები მქონდა თავიდან. დრო, ათასგვარი შემთხვევებით დანატვირთები შეცვლის ყველაფერს, - აღთქმასა თუ მეფის ბრძანებას, მშვენების ფერებს გადარეცხენ დროის ზვირთები, შეესევიან ურყევ სულებს ველურ ძალებად. და მეც მაფრთხობდა წუთისოფლის უკუღმართობა, ვეღარ ვბედავდი მეთქვა: „ტრფობა ცამდე ავიდეს!“ მე დღევანდელი სიყვარულის ფიქრი მართობდა და არასოდეს ვენდობოდი დილას ხვალინდელს. მე კი მოზარდი მოწიფულად ჩავთვალე გუშინ. Those lines that I before have writ do lie, Even those that said I could not love you dearer: Yet then my judgment knew no reason why My most full flame should afterwards burn clearer. But reckoning time, whose milliond accidents Creep in twixt vows and change decrees of kings, Tan sacred beauty, blunt the sharpst intents, Divert strong minds to the course of altering things; Alas, why, fearing of times tyranny, Might I not then say Now I love you best, When I was certain oer incertainty, Crowning the present, doubting of the rest? To give full growth to that which still doth grow?
თურმე ტრფიალი, როგორც ბალღი იზრდება გულში,
Love is a babe; then might I not say so,
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |