კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 03:13

 

 

 

სოფლად ხურს თონე და ღუის ვარცლი,

პირბადრი ქალი გადივლის ბოგირს...

ერთი კვირაა მთას თიბავს კაცი -

დანატრებული დიაცის ლოგინს.

ღამით მჭკნარ ბალახს მოპოტნის მუჭი,

სურვილს და ვნებას ამძაფრებს მთვარე...

ყველა ღიღილო - ნაზი და ლურჯი,

აგონებს ქალის ნამიან თვალებს.

მორჩა... ჩამოლევს ფერდობს ძუნძულით,

თავს მიჰხრის, სერზე გადივლის სანამ -

როგორც დიაცის სავსე ძუძუნი,

მინდორში თივის ზვინები ჩანან.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ