ეღების კარი გაზაფხულისა, დროთა ცვალებით დანერგულისა. მოგივალსთ ჟამი სიხარულისა, თვისთანა მქონე შვება სრულისა: ვისაც ხელთ გქონდესთ ნება გულისა, იგემეთ სიტკბო სიყვარულისა!
აწ რად ხართ ბურვილ ჭმუნვის რიდებით? ნუ ჰგონებთ თავთა ბედ-განკიდებით... ნიავმან ყვავილთ სუნთ მოზიდებით გახაროსთ მოსვლა ფერად მკულისა - ვისაც ხელთ გქონდესთ ნება გულისა, იგემეთ სიტკბო სიყვარულისა.
და აგდებს ხეთა მწარედ განძრცვილთა, გარნა ჟამთ ცნობით მათგანვე ხილთა ჯერ არს ველოდეთ პირველებრ ტკბილთა: ეს არს ზნე დროთა სიარულისა! ვისაც ხელთ გქონდესთ ნება გულისა, იგემეთ სიტკბო სიყვარულისა.
რომ დრო მოგივალსთ კეთილ დარითა: იხილავთ ვარდსა სახე მტკბარითა! თუ არ შეჰკრთებით მისის ნარითა, სიმხნეს მოიგებთ წამლად წყლულისა. ვისაც ხელთ გქონდესთ ნება გულისა, იგემეთ სიტკბო სიყვარულისა.
ნუ ეტრფით ვარდსა გარშემოვლებით. მიეახლენით გულისა ხლებით! და თუ არ მოჰკვდეთ უდროდ დღე-კლებით, იხილოთ განხსნა ბედ-შეკრულისა. ვისაც ხელთ გქონდესთ ნება გულისა, იგემეთ სიტკბო სიყვარულისა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე ჭავჭავაძის პოეზია |