თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
დადუმებულა ჩემი მუზა ოდეს მღელვარე, შენს სადიდებლად სიტყვა რა აქვს ამოსარჩევი, რადგან შიშველიც შენი სული ისე ელვარებს, რომ სამოსელად არ სჭირდება ლექსის ფარჩები არ გამამტყუნო, თუკი ხოტბით აღარ გაწუხებ, სარკეს ჩახედე და მიხვდები მაშინ რაცა ხარ, შენი მშვენება შთაგონებას ადებს მარწუხებს, ჩლუნგი ლექსი კი რომ შეგბედო, ყველა დამძრახავს. სწორედ ამიტო ვმუნჯდები და ვთავაზიანობ, რა მოვიგონო უბადრუკმა შენი საქები?! როგორ შევცოდო, ლექსით როგორ დავაზიანო ეგ შენი სახე ღვთაებრივად ნაქანდაკები? შენს სარკეშია ჭეშმარიტი ხოტბა მშვენების. Alack, what poverty my Muse brings forth, That having such a scope to show her pride, The argument all bare is of more worth Than when it hath my added praise beside! O, blame me not, if I no more can write! Look in your glass, and there appears a face That over-goes my blunt invention quite, Dulling my lines and doing me disgrace. Were it not sinful then, striving to mend, To mar the subject that before was well? For to no other pass my verses tend Than of your graces and your gifts to tell; Your own glass shows you when you look in it.
ლექსმა ვერ გიქოს ეგ ნაკვთები წარუშლელები,
And more, much more, than in my verse can sit
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |