თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
თუმც ალამაზებ შენს ცოდვიან ზნეს და ქმედებას, თუმცა მშვენებაც გარეგნულად გრჩება უცვლელი, ცოდვა ყოველი სამარცხვინო ლაქად გედება, რადგანაც ჭიას ვერ გაუძლებს ვარდის ფურცელი. შენს გასაჭორად ზოგჯერ თავს რომ გამოიდებენ, შენვე მაქებრად გარდიქცევა შენი მძრახველი, და უნებურად ყველა მღერის შენს სადიდებელს, ვინმემ შემთხვევით თუ ახსენა შენი სახელი. და დაებედა სილამაზეს ცოდვის ტარება, სასახლედ შენ რომ აგირჩია მანკიერებამ, მაგრამ ვერავინ იგრძნო შენი გადაგვარება, რადგან მშვენების შემხედვარეთ ბანგი ერევა. უდიერობით უბასრესი ხმალიც ბლაგვდება. How sweet and lovely dost thou make the shame Which, like a canker in the fragrant rose, Doth spot the beauty of thy budding name! O, in what sweets dost thou thy sins enclose! That tongue that tells the story of thy days, Making lascivious comments on thy sport, Cannot dispraise but in a kind of praise; Naming thy name blesses an ill report. O, what a mansion have those vices got Which for their habitation chose out thee, Where beautys veil doth cover every blot, And all things turn to fair that eyes can see! The hardest knife ill-used doth lose his edge.
არ გათამამდე, გიჯობს ჩემთვის ყურის დაგდება:
Take heed, dear heart, of this large privilege;
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |