თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
სამარადისოდ დავიჯერებ შენს ერთგულებას, მოტყუებულმა ქმრებმაც სწორედ ასე იციან, მაგ უნდო გულში ტრფიალება კვლავ მეგულება, თუმცაღა ვიცი, გული სხვისთვის გადაგიცია. ზოგი თვალები ორგულობის ამბავს ყვებიან, მოღალატენი ვერასოდეს თავს ვერ იჭერენ, შენს გამოხედვას სიძულვილი არ შეხებია, მეც შენს სიყვარულს, ძველებურად, მიტომ ვიჯერებ. შენი შექმნისას ზეცამ, ალბათ, ასე ინება: შენს გულის ნადებს სიყვარული ფარავდეს ნიღბად, ფიქრთა სიშავე მოსპოს თვალთა გამობრწყინებამ, თეთრად მოჩანდეს გულიც შავი თვალების მიღმა. ევას ვაშლივით მაცდურია შენი მშვენება. So shall I live, supposing thou art true, Like a deceived husband; so loves face May still seem love to me, though alterd new; Thy looks with me, thy heart in other place: For there can live no hatred in thine eye, Therefore in that I cannot know thy change. In manys looks the false hearts history Is writ in moods and frowns and wrinkles strange, But heaven in thy creation did decree That in thy face sweet love should ever dwell; Whateer thy thoughts or thy hearts workings be, Thy looks should nothing thence but sweetness tell. If thy sweet virtue answer not thy show!
აღარაფერი ამ სიცრუეს არ ეშველება,
How like Eves apple doth thy beauty grow,
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |