თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
ზოგს წარმოშობა, ზოგს სიმდიდრე ეამაყება, ზოგს მოსასხამი მოხატული ცისარტყელებად. ზოგი ტრაბახობს, თუკი მკლავში ძალა დაჰყვება, ზოგს ბედაური ან მწევრები ესახელება. ყველას თავისი გასართობი მოუგონია. ყველას თავისი მიზანი აქვს, დასაფიცარი, მე კი, ამქვეყნად, სიხარული სხვა რამ მგონია, ბედნიერება უმაღლესი გამოვიცანი. შენი ტრფიალი მირჩევნია ყველა წოდებას, მათხოვარია ჩემთვის მეფეც თავის განძებით, მწევრით გართული მონადირეც შემეცოდება და ბედნიერი შენი ტრფობით დავიქანცები. გრძნობა წამართვა და ერთ წამში გამაღარიბო. Some glory in their birth, some in their skill, Some in their wealth, some in their bodies force, Some in their garments, though new-fangled ill, Some in their hawks and hounds, some in their horse; And every humour hath his adjunct pleasure, Wherein it finds a joy above the rest: But these particulars are not my measure; All these I better in one general best. Thy love is better than high birth to me, Richer than wealth, prouder than garments cost, Of more delight than hawks or horses be; And having thee, of all mens pride I boast: All this away and me most wretched make.
მაგრამ მახვილი შეგიძლია არ ამარიდო.
Wretched in this alone, that thou mayst take
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |