თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
თუკი ოდესმე შემიძულებ, დღეს მიმატოვე, როცა ქვეყანა წინ აღმიდგა, ვით მუხანათი, უფრო იოლად გადავიტან ჩემს სიმარტოვეს, თუ ბოლო წვეთი არ იქნება შენი ღალატი. და თუ ოდესმე მოწოლილი სევდა განვდევნე, არ მომეპარო და არ ჩამცე ზურგში ხანჯალი, ქარიან ღამეს მერე წვიმით ნუ გაათენებ, ახლავ მომიზღე შხამი ჩემი დასატანჯავი. ბოლო წუთისთვის ჩვენი გაყრა აღარ გადადო, რომ ვერ მოვასწრო წვრილმან სევდით დაძაბუნება, დღესვე მივიღო უდიდესი ჩემი სადარდო, დღესვე მარგუნოს უშენობა ავმა ბუნებამ. და დღევანდელი ყველა დარდი გამიქარწყლდება. Then hate me when thou wilt; if ever, now; Now, while the world is bent my deeds to cross, Join with the spite of fortune, make me bow, And do not drop in for an after-loss: Ah, do not, when my heart hath scoped this sorrow, Come in the rearward of a conquerd woe; Give not a windy night a rainy morrow, To linger out a purposed overthrow. If thou wilt leave me, do not leave me last, When other petty griefs have done their spite But in the onset come; so shall I taste At first the very worst of fortunes might, Compared with loss of thee will not seem so.
შენი დაკარგვით დაკოდილი გული ჩამწყდება
And other strains of woe, which now seem woe,
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |