თარგმნა მაგალი თოდუამ
ღვინოვ, შვების ჩემის წყაროვ,
ჩემო გიჟო მეგობარო,
ოღონდ შენ გსვა და ვისაც ჰსურს,
მთათხოს: “ფუ, რა ბილწი ხარო!”
იმდენი ვსვა უნდა ღვინო,
რომ ისიც კი, ვინც მე მყვარობს,
მეძახოდეს: “ღვინის ტიკო,
აქეთ საით ყოფილხარო?”