თარგმნა მაგალი თოდუამ
ეხ, ღვინო! ღვინო სულია და
გულია ჩემი,
ყოველი რჯულის უარყოფა
- რჯულია ჩემი.
ბედის პატარძალს ვკითხე: “შენი
ურვათი რაა?”
თქვა: “მხოლოდ იგი, რომ შენ გახდე
სრულიად ჩემი”.