თარგმნა მაგალი თოდუამ
კაცს იმორჩილებს ღვინის გემო,
სიტკბო და ყანდი.
ღვინის დალევით იფუშება
ყოველი ფანდი.
ღვინო რომ ეშმაკს დაელია,
მგონი მისთვისაც
ფეხთ გაეყარა მორჩილების
ხუნდი და ბანდი.