თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
გინდ შენ მოესწრო ჩემი ცხედრის გამოსვენებას, გინდ მე მომიხდეს შენს საფლავზე გლოვა-გოდება, მაინც არასდროს არ მოკვდება შენი ხსენება, ჩემი სული კი აღარავის მოაგონდება. შენ თვით სიკვდილი უკვდავებას დაგადგამს დაფნად, მე კი მოვკვდები და არავინ აღარ მინატრებს, მე ეს ცხოვრება მომიზომავს უბრალო საფლავს, შენ ხალხის გულში საუკუნოდ დაიბინადრებ. მე შენ ძეგლს გიდგამ ჩემი ლექსის უკვდავი სიტყვით და როს მე და შენ ამა ქვეყნად აღარ ვიქნებით, შენს სადიდებელს მომავალი თაობაც იტყვის, გადაეცემა შთამომავალს შენი ფიქრები. ყველა სულდგმულის ბაგეებზე დარჩები სუნთქვად. Or I shall live your epitaph to make, Or you survive when I in earth am rotten; From hence your memory death cannot take, Although in me each part will be forgotten. Your name from hence immortal life shall have, Though I, once gone, to all the world must die: The earth can yield me but a common grave, When you entombed in mens eyes shall lie. Your monument shall be my gentle verse, Which eyes not yet created shall oer-read, And tongues to be your being shall rehearse When all the breathers of this world are dead; Where breath most breathes, even in the mouths of men.
რადგან შენს პოეტს უკვდავების ლექსები უთქვამს,
You still shall live-such virtue hath my pen -
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |