თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
შენზე წერის დროს მე ყოველთვის შიში მერევა, რადგანაც, ვიცი, ჩემზე დიდი სული გიგალობს, აღტაცებული სახელს გიმკობს ნაირფერებად, რომ შენს საქებრად ჩემმა ლექსმა ვერ იგრიგალოს. თუ შენი სულის ოკეანე ხომალდსაც იტევს, ჩემი პატარა ნავით როგორ დაიტვირთები, თუკი მეტოქე სიმღერებით დღედაღამ გიტევს, ჩემს თავხედ ლექსსაც გაუძლებენ შენი ზვირთები. ვიცი, გადვიტან სტიქიონის ყველა ქარტეხილს, თუკი, ძვირფასო, ოდნავ მაინც წამეშველები, ანდა გამრიყავს შენი ტალღა, ანძაგატეხილს, ის ხომალდი კი, ნაპირს გავა თავის მშვენებით. ვიტყვი, რომ თურმე დასაღუპად ტრფობამ გამწირა. O, how I faint when I of you do write, Knowing a better spirit doth use your name, And in the praise thereof spends all his might, To make me tongue-tied, speaking of your fame! But since your worth, wide as the ocean is, The humble as the proudest sail doth bear, My saucy bark inferior far to his On your broad main doth wilfully appear. Your shallowest help will hold me up afloat, Whilst he upon your soundless deep doth ride; Or being wreckd, I am a worthless boat, He of tall building and of goodly pride: The worst was this; my love was my decay.
და თუ მეტოქეს შენი ზვირთი არსად ჩასძირავს,
Then if he thrive and I be cast away,
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |