თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
წინათ ჩემს გარდა სხვა არავინ გთხოვდა წყალობას და მხოლოდ ჩემს ლექსს ანათებდა მზე სხივოსანი, დღეს სნეულ რითმას აღარ ძალუძს შენზე გალობა, შენს დიდებაში შემეცილა უცხო მგოსანი. მჯერა, რომ მართლაც იმსახურებ მაღალ სტრიქონებს, მაგრამ, ძვირფასო, მინდა მაინც კარგად იცოდე, რომ შენს სახოტბოდ ახალს სხვაც ვერ გამოიგონებს, მოვა, გაგქურდავს და ნაქურდალს გამოგიწოდებს. ლექსით თუ გაქო, ეგ არ არის დამსახურება, სიკეთე შენი ხომ ისედაც იქცა არაკად, ლექსმა კი არა, სილამაზე მოგცა ბუნებამ, რა მადლი გიქო, რაიც გულში უხვად არა გაქვს. რადგან მის სიტყვას ეშხი შენგან აქვს ნასესხები. Whilst I alone did call upon thy aid, My verse alone had all thy gentle grace, But now my gracious numbers are decayd And my sick Muse doth give another place. I grant, sweet love, thy lovely argument Deserves the travail of a worthier pen, Yet what of thee thy poet doth invent He robs thee of and pays it thee again. He lends thee virtue and he stole that word From thy behavior; beauty doth he give And found it in thy cheek; he can afford No praise to thee but what in thee doth live. Since what he owes thee thou thyself dost pay.
შენც მადლობელი ნუ იქნები მისი ლექსების,
Then thank him not for that which he doth say,
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |