ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში, გულით ამომსკდა სიმღერა წყნარი, ჩემი სიმღერა ქვითინი იყო, სულით ობლობას კვნესოდა ქნარი.
სიმღერა სადღაც, ოდესმე თქმული, სანამ არ ვპოვე მეგობრის გულში ღრმად ჩაქსოვილი და შენახული.
მე მოვისმინე ჩემივ ნაღველი, ყრმობის ოცნებით გატაცებული, ყმაწვილურ ვნების გამომსახველი.
სადღაც, ოდესმე ფიქრში ზმანებულს, შემდეგ ახდენილს სინამდვილეში, მაგრამ... საკმაოდ დაგვიანებულს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |