მტკვარს შებოჭავს დარკინული რკალი, ხიდი უცდის ღამეს ნათილისმარს და მდუმარენი: მე და ერთი ქალი ყურს დავუგდებთ ნაგვიანევ სიზმარს.
ვერის ხიდზე აკვნესდება ქარი, შემოგჩივლებს, რომ სადღაც ხეს სჭრიან, ჩვენ მოვისმენთ: მე და ერთი ქალი.
ოქროს თასი სხივებს აბნევს ხვეულს, ელექტრონზე შეჩერდება ხედვა და თბილისი წაიგრძელებს სხეულს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მირზა გელოვანის პოეზია |