მსუბუქი ბინდი, თითქოს ჩურჩული, ფრთხილი ნაბიჯით მომყვა კარამდის. ბაღიდან ლურჯი, როგორც ურჩხული, მხრებს მიჩვენებდა მე მასკარადი. შეხვედრას ჩვენსას იცრიდა ბაღი, მე - აქილევსის ნიღაბით შავით, შენ - უთეთრესი ლედის ნიღაბით. ვედრებასავით სულში შეიტანს. თითქოს საარი, თითქოს ალილო, დაგვღუღუნებდა მხრებთან ფლეიტა. გიჟ ცეკვებს, მკლავებს, გაღეღას ღილის, მე მაგიჟებდა შენი დასტური, მაგრამ ნიღაბი მიშლიდა ღიმილს. დამრჩა სევდა და მხრებით დამჩრდილა, და აქილევსმა დავტოვე ბაღი - ქუსლში კი არა, გულში დაჭრილმა. ვის გავუმხილო, როგორც ვედრება, ყოველდღიური მასკარადები მიჰქრიან უხმოდ, შეუხვედრებლად. სტეხენ ღამეს და ისმის დგანდგარი. დღეს ფერს და ხალისს დავესესხები და მზესთან ერთად მთაზე ამდგარი რომ დღე შეხვედრის ჩვენიდან გარბის, რომ დამეკარგა შენი ბილიკი და მწამებელი წარაფი-წარბი. დავივლი ბაღებს, როგორც კულისებს. არსად შემხვედება ნიღაბი შენი - და უშენობა გამაგულისებს. ქარი არხევს და ხეებს ანებებს, არც შენზე ფიქრი მაკმაყოფილებს, არც დღენი მოაქვთ შემოღამებებს. და შეხვედრისთვის იმედს მიქეზებს და ვამბობ: ზიზღი ყველა ნიღაბებს, როგორც გათიშვის პირველ მიზეზებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მირზა გელოვანის პოეზია |