თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
ჩემი კალამი რადგან მუდამ ქებით გმოსავდა, ლექსები ჩემი რადგან შენი ეშხით ლექსობდნენ, შენს დიდებაში ამყვა გუნდი სხვა კალმოსანთა, ფიანდაზობა შენი ვისაც სურდა ესოდენ. მუნჯიც ამღერდა და არ უწყის, მის თავს რა ხდება, ფრენენ ბრიყვებიც შენი ეშხის გადამკიდენი, მაგ სილამაზით ფრთაშესხმული სიბრძნეც ლაღდება, და მშვენდებიან ხელოვნების ცათა კიდენი. მაგრამ ჩემსავით ვინ დახატა შენი სახება? რამ მოგაწონოს სხვის სიტყვა ჩემთან შენაყარს? სხვა თუ ახერხებს შენით ლექსის მოვარაყებას, ჩემი სტრიქონი, შენსმიერი, თავად შენა ხარ! და შენც უმაღლეს სიბრძნედ აქცევ ჩემს უმეცრებას! So oft have I invoked thee for my Muse And found such fair assistance in my verse As every alien pen hath got my use And under thee their poesy disperse. Thine eyes that taught the dumb on high to sing And heavy ignorance aloft to fly Have added feathers to the learneds wing And given grace a double majesty. Yet be most proud of that which I compile, Whose influence is thine and born of thee: In others works thou dost but mend the style, And arts with thy sweet graces graced be; As high as learning my rude ignorance.
შენ თუ მირწმუნებ, გზიდან ყვლა ჩამომეცლება
But thou art all my art and dost advance
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |