კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 15:38

 

 

 

ხარ შეჭურვილი ღიმილით მწველით,

ბაგე ბადაგით, წამწამთ ისრებით,

ფარად გაქვს წვეთი მდუღარე ცრემლის,

შუბად - ათასი მზერა მზისებრი...


რა შეთქმულებას მიწყობ, არ მესმის,

სად შემიტყუე შენი ირემი.

გადაიბირე ჩუმი ალერსით

ჩემი იები, ჩემი შვრიები;


გადაიბირე თვალები ჩემი,

ჩემი მკლავებიც გადაიბირე,

ნაწილ-ნაწილად მყოფ და მითვისებ,

უკან დასახევ სივრცეს მიმცირებ;


შემომსევიხარ... როგორ გებრძოლო,

ამჯანყებია გული მკურნელი,

გაბორკილი ვარ შენი კისკისით,

შენი შვეული თმების სურნელით.


და მაინც მსურს რომ მეტად მიპყრობდე,

შემოდიოდე სულში დიდებით - 

შევეთვისები ჩემს დამარცხებას,

შენს გამარჯვებას შევურიგდები.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ