როგორც მწყურვალი წყალს, ხე და ხეხილი მზეს, როგორც მდინარე გზას, როგორც მხატვარი ფერს, როგორც ხარჯიხვი ფურს, როგორც აბედი კვესს... გული დაეძებს გულს, ხელი დაეძებს ხელს.
ასე დაეძებ შენც, დღე ენაცვლება დღეს, წლები მისდევენ წლებს, ხან მივაშურებთ გზებს, ხან გადავუხვევთ გზებს...
მხნედ გავაბიჯებთ, მხნედ, გული შეარხევს გულს, ხელი შეარხევს ხელს როგორც ხარჯიხვი ფურს, როგორც აბედი კვესს.
ალბათ ვიტირებთ ბევრს, დრო როგორც თეთრი ზამთარი შეეპარება თმებს, მერე სულ სხვები მოვლენ და მწამს აღმოხდებათ სხვებს... გული დაეძებს გულს, ხელი დაეძებს ხელს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მორის ფოცხიშვილის პოეზია |