თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
სარკე გაჩვენებს მიმავალი მშვენების ღაღადს, დაკარგულ წუთებს – საათების ქორონიკონი, მაგრამ სტრიქონი თუ მიანდე თოვლისფერ ქაღალდს, ცხოვრების წიგნად გაგიხდება შენი სტრიქონი. სარკეში იგრძნობ, რომ ღარები სახეს ფარავენ და სილამაზეც სასაფლაოს მიებარება. ისარი გეტყვის, რომ საათში დრო შემპარავი, მარადისობის ქვეყანაში მიიპარება. კარგო, ვის ძალუძს ყოვლივეს დამახსოვრება? მეხსიერებას ეფინება შავი ჩრდილები, ქაღალდის ფურცელს თუ გაანდე შენი ცხოვრება, დაბრუნდებიან დაკარგული შენი შვილები. და შიგ მრავალი რამ იქნება სარგებლიანი. Thy glass will show thee how thy beauties wear, Thy dial how thy precious minutes waste; The vacant leaves thy minds imprint will bear, And of this book this learning mayst thou taste. The wrinkles which thy glass will truly show Of mouthed graves will give thee memory; Thou by thy dials shady stealth mayst know Times thievish progress to eternity. Look, what thy memory can not contain Commit to these waste blanks, and thou shalt find Those children nursed, deliverd from thy brain, To take a new acquaintance of thy mind. Shall profit thee and much enrich thy book.
გადაგეშლება წარსულ დღთა სარკე მთლიანი,
These offices, so oft as thou wilt look,
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |