თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
დღეს ჩემმა ლექსმა განახლება რად არ ინება, რად ვერ ვახერხებ მოულოდნელ შემობრუნებას? მხარი მეც რატომ ვერ ავუბი ახალ დინებას, რად ვერ ვისესხე უცხოური ლექსის ბუნება?! რატომ ვუმღერი დღენიადაგ მხოლოდ ერთ სახელს, ჩემს შთაგონებას ძველმანები რად ვერ გავხადე? ალბათ ჩემს სახელს ყველა ჩემი სტრიქონი ამხელს და ყველას ამცნობს რომ შენა ხარ ჩემი სახატე. ჩემს ლექსს ამღერებს, სულო ჩემო, შენი დიდება, შენ და ტრფიალი გადმექეცით მუდმივ განცდებად, შენზედ ნათქვამი ძველი სიტყვა არ იფიტება, განმეორებით ძველი განცდა თურმე არ ცვდება. ჩემი ტრფიალიც ძველია და მუდამ ახალი. Why is my verse so barren of new pride, So far from variation or quick change? Why with the time do I not glance aside To new-found methods and to compounds strange? Why write I still all one, ever the same, And keep invention in a noted weed, That every word doth almost tell my name, Showing their birth and where they did proceed? O, know, sweet love, I always write of you, And you and love are still my argument; So all my best is dressing old words new, Spending again what is already spent: So is my love still telling what is told.
მზეც ბებერია, მაგრამ მიწას მუდამ დაჰხარის,
For as the sun is daily new and old,
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |