კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 01:51

 

 

 

ჩემს სულს ასარკებს მოგონება ცხელი ასულის,

ფატმან ხათუნი ელანდება ძილშიც ხარბ თვალებს.

მიყვარს ეს ლანდი მაშინაც კი, როცა მაწვალებს,

შეიძლებოდეს დაბრუნება ნეტავ წარსულის.


მუტრიბ მომღერალთ ისმის ქება აქ სიყვარულის,

ალიონამდე ჰკოცნის ფატმან ავსებულ ყანწებს

და კუროების ქარავნები ამტვერებენ გზებს,

ელიან ნახვას ნდომისაგან ფერგადასულის.


არ დაიღლება მისი ტუჩი კოცნით არასდროს,

სულსაც მიინდობს, რომ ღალატით შემდეგ დაღადროს,

მისთვის ერთია ჩაჩნაგირი და ავთანდილი.


ფატმან, ოცნებით ცხოვრობს სული შენს ცხელ საბანში,

ის შენი ტყვეა, როგორც თაგვი სინის ხაფანგში

და თრთის ქედანი აქ ძერასთან ომგადახდილი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტიციან ტაბიძე  • • •   ტიციან ტაბიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ