გაზაფხულია და შენი მკერდი... და შენი მკერდი აფრენას ნატრობს. მიდიხარ, არვინ მიგყვება გვერდით. შენ რუსთაველზე დადიხარ მარტო.
ისეთი დღეა, მართლაც, კეთილი. გული ხმამაღლა აყვირდეს ლამის, სიყვარულით და მზით გაჟღენთილი.
უცოდველ მტრედებს, რომ შეფარვიან შენთა უბეთა, ვნებიან მზერით არვინ დაეძებს, ურცხვად შეხედვას ვერვინ უბედავს.
გაოცებული არშიყის თვალი, და გზას აგიქცევს მაგ სიამაყით და უცოდველი სიწმინდით მთვრალი.
ამ ცის და მიწის ქალმა გვასწავლა, გვასწავლა სევდაც და სიხარულიც და ბეწვის ხიდზე ღიმილით გავლა.
გულზე ძალუმად ჩამოგვკრა კვესი, ქალმა გვასწავლა პირველი ლექსი, დაგვაწერინა პირველი ლექსი.
პირველი ცრემლი, და გვახსოვს ახლაც, ის დაგვიტირებს უკანასკნელით, მაგრამ იმ ცრემლებს ჩვენ ვეღარ ვნახვთ.
და ჩემი მკერდი აფრენას ნატრობს. მივდივარ, არვინ მიმყვება გვერდით. მე რუსთაველზე დავდივარ მარტო.
რასაც ველოდი და მუდამ ველი: ჩემი ოცნება და ნატვრა მუდამ - გამოთქმა სხვისთვის გამოუთქმელის. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი შატბერაშვილის პოეზია |