კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 13:58

 

 

ცაში ვაზი აყვავილდა,

ეზო-კარში ქვიშნა ბალი,

მეც ღერივით შევღერღეტდი,

ნენემ დიმინიშნა ქალი.


ხე-კატრებში მოფთქიალე,

სიყვარულს თუ ნიშნავს ქარი,

ჭვავტოტაი და ალვისტანაი,

ნენემ დიმინიშნა ქალი.


ნამბულიდან შემომბღავის

შუბლიკვერაი ნისახარი,

- თუ ბიჭი ხარ წამოდი და 

ჩემთან ერთად ქვიშაც ხანი!


- ვერა ჩემო შუბლიკვერავ,

სხვა პერანგში მიჩანს მხარი,

ქორწილამდე სული მშპება,

ნენემ დიმინიშნა ქალი,


გულბალანი მერუჯება,

ვერ ჩააქრობს დღვანის წყალიც,

ქორწილამდე თუ გავთავდი,

ნენი!... რაღათ მინდა ქალი.


ნენემ ერთი შეფაშფაშდა,

მზიებით გეივსო თვალი,

დიდი ოდაში გამომკლიტა,

სექვით მომიბექსა კარი,


დამლოცა და მომაძახა:

- მაგერ შენ და ალვისტანიც,

ფეხი არ გამოდგა გარეთ,

ყელი არ გამომჭრა დანით,


შენი არც ნახნავი მინდა! 

შენი არც ნათოხნი მინდა!

შენი არც ნაჩეხი მინდა!

... ნენემ მომიყვანა ქალი!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ზურაბ გორგილაძე  • • •   ზურაბ გორგილაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ