თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
შენს გარეგნობას ნაკლი არც კი მოენახება, ყველას ატყვევებს მაგ ნაძერწი სახის დიდება, შენთვის არავინ არ იშურებს ხარკის გაღებას. ქება-დიდებას შენი მტერიც არ ერიდება. გარეგან სახეს გარეგნულად აქებენ მხოლოდ. ბევრ შენს მეხოტბეს გულში თურმე იჭვი სდებია, და მაგ სახელის შარავანდედს ეღება ბოლო, როცა შენს სულის სიღრმეებში იჭვრიტებიან. ფიქრობენ სულიც მათთვის ნათლად გამოკვეთილა, რადგან იციან შენი ზოგი ნამოქმედარი, არამზადები გიყურებენ ვითომ კეთილად, შმორით იცვლება სურნელება მართლაც ნეტარი… რადგან დაცურავ უნიჩბოდ და უიალქანოდ. Those parts of thee that the worlds eye doth view Want nothing that the thought of hearts can mend; All tongues, the voice of souls, give thee that due, Uttering bare truth, even so as foes commend. Thy outward thus with outward praise is crownd; But those same tongues that give thee so thine own In other accents do this praise confound By seeing farther than the eye hath shown. They look into the beauty of thy mind, And that, in guess, they measure by thy deeds; Then, churls, their thoughts, although their eyes were kind, To thy fair flower add the rank smell of weeds: The solve is this, that thou dost common grow.
ვეღარ ახერხებ სულიც სახეს რომ დაამგვანო,
But why thy odour matcheth not thy show,
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |