კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 09:39

 

 

 

როცა ვერ გხედავ, მინდა გიმზერდე, 

გიმზერდე ჩუმად, სევდით ფარულით, 

ავივსო შენით და ლექსებს ვწერდე 

ხან მწუხარებით, ხან სიხარულით...


მინდა გიამბო: რას ვფიქრობ შენზე, 

როცა ვერ გხედავ, ძვირფასო, მაშინ, 

მინდა გიამბო, 

მაგრამ ვერ შევძელ, 

და ვარ მდუმარე, როგორც სიზმარში...


ჩვენ უხმოდ ვსხედვართ, 

ვუმზერთ ერთმანეთს...

ნუთუ ასე სდუმს, ვინც გვიცქერს ყველა, 

მითხარი, რისთვის გამომეცხადე, 

ჩემო პატარა ციცინათელავ?!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი შატბერაშვილი  • • •   გიორგი შატბერაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ