კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 22 ოქტომბერი 2024 23:20

 

 

 

ვიცი: დამღუპავ დაღუპვით ქალის,

მაინც შენს მაცდურ ღიმილს ვენდობი:

ის ერთადერთი ღიმილი არის -

მტანჯველი თავის ერთადერთობით!


შენი თვალებით უგრძნობლად დამთვრალს,

შენივ ღალატი გამომაფხიზლებს!..

ვიცი: მიმიყვან სიკვდილის კართან,

მერე სიკვდილსაც აღარ მაღირსებ!..


ვიცი: ამიბნევ ცხოვრების გზა-კვალს,

გავიიმედებ მაინც მაგ თვალებს!

იგი ამქვეყნად სხვა თვალებს არ ჰგავს,

სხვასაც ჩემსავით არვის აწვალებს!..


ღმერთმა შეგინდოს შენ უღმერთობა,

რომ ჩემი ბედით ასე ერთობი!

მე ტანჯავს შენი ერთადერთობა

და ვცოცხლობ შენი ერთადერთობით!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ზაურ ბოლქვაძე  • • •   ზაურ ბოლქვაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ