კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2024 04:17

 

 

 

ვისი თვალიდან მოწვეთავ, ვისას ასველებ ლოყას!

შენი უკვდავი წახნაგი ახლა ვის უპეს ლოკავს!


უზომო სიხარულის ხარ, თუ უსაშველო დარდის!

ვის გამოც გაჩნდი - მიწაზე ნეტა თუ ისევ დადის...


სულ ბოლოს როგორც იმედის - შენს გამოჩენას ველი!

უდაბნოშიც და ციმბირშიც - ხარ ერთნაირად სველი!


ყველაზე დიდო ხელმწიფევ, ყველაზე დიდო მონავ,

ვისი სულიდან მოწვეთავ, ვისი ფიქრიდან ჟონავ...


ვარ შენთან მუდამ შეთქმული - თითქმის სამოცი წელი...

ჭირშიც და ლხინშიც - პირველმა სწორედ შენ მომე ხელი...


მშურს შენი სტალაქტიტების - აღმართულების სვეტად

ამ ცოდვილ დედამიწაზე კიდე კაი რომ წვეთავ...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ