თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა
როგორც ტალღები ასკდებიან სილიან ნაპირს, ჩვენი წუთებიც უფსკრულისკენ მიისწრაფიან, წუთებს ახეთქებს ერთმანეთზე დინება სწრაფი და მიჰყვებიან დღენი ჩვენნი ზვირთებს ქაფიანს. სიჭაბუკე ხომ ქვეყნად დიდხანს ვერ იციაგებს, სიბერისაგან ვერ შეიძლებს შემობრუნებას, შავი ღრუბელი გვირგვინოსანს მაინც მიაგნებს და თავის პირმშოს შეიწირავს თვითონ ბუნება. ნაირფერადი სიყმაწვილე გამოხუნდება, ვეღარ იბრწყინებს დაღარული შუბლი ნატიფად, მშვენიერებას დაედება ჟამი ხუნდებად და დროის ცელი, მოქნეული, ყველას გათიბავს. ლექსი იცოცხლებს მაგ მშვენების გადასარჩენად. Like as the waves make towards the pebbled shore, So do our minutes hasten to their end; Each changing place with that which goes before, In sequent toil all forwards do contend. Nativity, once in the main of light, Crawls to maturity, wherewith being crownd, Crooked elipses gainst his glory fight, And Time that gave doth now his gift confound. Time doth transfix the flourish set on youth And delves the parallels in beautys brow, Feeds on the rarities of natures truth, And nothing stands but for his scythe to mow: Praising thy worth, despite his cruel hand.
მაგრამ ლექსებთან უძლურია დროის მარჯვენა,
And yet to times in hope my verse shall stand,
პოეზიის გვერდი • • • • • • უილიამ შექსპირი - სონეტები |