ბევრჯერ ვყოფილვარ არაგვის პირას, აქ ბევრი ღამე მითენებია და ყვავილებში განაბულ ნიავს ჩემთვის რამდენი რამ უმღერია...
საყვარელ ქალის ჩურჩულს ვნებიანს. ბევრჯერ ვყოფილვარ არაგვის პირას, რამდენი ღამე მითენებია;
დედოფალი ყველა ღამეთა, რა უმოწყალოდ მალე გათენდა.
შენს გასაოცრად სევდიან თვალებს და მოდიოდა უშენო ხვალე - სიცარიელე და სიცივე მომავალ დღეთა და მოგონებათ ღამის ნაფლეთი - არაგვზე, შენთან.
და სველ ტუჩებზე გიცინოდნენ ღვინის წვეთები; მე შენი ცქერით სიგიჟემდე ვიყავი მთვრალი, მაგრამ იმ ღამეს დათვრებოდნენ თვითონ ღმერთებიც, შენთვის რომ ერთხელ მოეკრათ თვალი.
სასაცილოა ჭაღარა ბავშვი, მაგრამ ბავშვივით დაბნეული ვიყავი მაშინ; კიდევ კარგი, რომ გაავდარდა უეცრად მთაში, შენ ვერ შემატყვე მღელვარება გაბზარულ ხმაში, სასაცილოა, სასაცილო ჭაღარა ბავშვი.
დრო ადნებოდა საზარლად მალე და მოდიოდა უშენო ხვალე...
მე ვერ გაგატან ბედნიერ წამებს! შეჩერდი-მეთქი! შენც უძლური ხარ გაიმეორო ასეთი ღამე!..
და ბნელი ღამე ხეობაში უძრავად იწვა. ღამე, ის ღამე, დედოფალი ყველა ღამეთა, რომელიც ასე უმოწყალოდ მალე გათენდა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • პეტრე გრუზინსკის პოეზია |